
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.ქ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ფ.გ. დააკავეს.
დანაშაულები თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ლ.ქ. - ს პირადი, საცხოვრებელი ბინის, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, დიდი ოდენობით მცენარე „კანაფი“, „მარიხუანა“ და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.
ფ.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან კი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 18-260 -ე ტერცია მუხლით, 19-260-ე ტერცია მუხლით, 265-ე მუხლით, 273-ე პრიმა მუხლითა და 236-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
ნარკოდანაშაული
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს