საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 1960 წელს დაბადებული გ.ბ. და 2002 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ბ.დ. დააკავეს.
დანაშაულები თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.ბ და ბ.დ. სხვადასხვა დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362 -ე მუხლებით მიმდინარეობს.
თაგები:
დაკავება




