
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2001 წელს დაბადებული ლ.ძ. და 1993 წელს დაბადებული დ.ბ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თბილისში, კრიპტოვალუტის ჩასარიცხ აპარატში, ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი ბლანკები მოათავსეს, რომლებიც აპარატის მიერ აღქმული იქნა ფულად თანხად. ბრალდებულების მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კრიპტოვალუტის ჩასარიცხი აპარატის მფლობელ კომპანიას 8000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.
პოლიციამ ორივე პირი ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს