
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული ი.ი. და 1985 წელს დაბადებული ლ.ი. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 108 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს