საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა


ავტორი
Front News საქართველო
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სტამბოლში გაიმართა.
საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლაშა ჯოხაძემ.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებს შორის საგზაო უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე, საერთო მიდგომების შემუშავება ზემოხსენებული მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და მათი ეფექტიანად დაძლევის თემატიკაზე, ასევე, აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 50-ზე მეტი სახელმწიფოს სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თაგები:
ვაჟა სირაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს