
ავტორი
Front News საქართველო
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გურგენიძემ დეპუტატებს “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო.
მისი თქმით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან დღემდე გამოვლენილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა ცვლილებების მომზადება, რაც შესაძლებლობას მისცემს საპენსიო სააგენტოს უფრო ეფექტურად განახორციელოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტრირება.
მისივე განმარტებით, ერთმანეთისგან გაიმიჯნება საპენსიო სააგენტოს საოპერაციო და საინვესტიციო მიმართულებები. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, პორტფელების განაწილების საკითხი.
კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
თაგები:
პაატა კვიჟინაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს