“საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო”


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთი წუხს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
“საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო.
სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათი მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და გაძლიერება.
ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა”, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თაგები:
საფრანგეთი

საფრანგეთის საგარეო უწყება – საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, შეშფოთებულია კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი ვერ იქნება სრული საქართველოს გარეშე, ისევე როგორც საქართველო ვერ იქნება სრული ევროკავშირის გარეშე

ირაკლი ღარიბაშვილი – ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის