საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.
როგორც ცნობილია, საფრანგეთი ამ დახმარებას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტების ხარჯზე გადაიხდის.
ლეკორნუს განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას მიაწვდის 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებსა და AASM ავიაბომბებს Mirage 2000 გამანადგურებლებისთვის.
გარდა ამისა, საფრანგეთი დააჩქარებს AMX-10RC მსუბუქი ტანკებისა და VAB ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას.
ასევე, ქვეყანა გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას როგორც უკრაინის, ისე საკუთარი სამხედროების მხარდასაჭერად.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს