საფრანგეთი უკრაინას 2 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს, რომლის ღირებულება 2 მილიარდი ევროა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“დღეს მინდა გამოვაცხადო უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტი 2 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს მხარდაჭერა უნდა შეესაბამებოდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტულ საჭიროებებს“, – აღნიშნა მაკრონმა.
სამხედრო დახმარება მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს; საჰაერო თავდაცვის სისტემებს: MICA რაკეტებს; რაკეტები ავიაციისთვის (Mirage-ს თვითმფრინავების აღჭურვილობა); Mistral-ის სახმელეთო თავდაცვის რაკეტებს; AMX-10RC ჯავშანტექნიკას; საბრძოლო მასალას, მათ შორის დისტანციურად მართვადს.
ასევე დაფინანსდება უკრაინაში ტექნიკის წარმოება ფრანგულ თავდაცვის კომპანიებთან თანამშრომლობით.
ზელენსკი საფრანგეთში იმყოფება. როგორც ცნობილია, 27 მარტს პარიზში “მსურველთა კოალიციის“ სამიტი გაიმართება. მონაწილეები განიხილავენ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს უკრაინის მხარდასაჭერად. მასში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტიც.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს