საფრანგეთი უკრაინას AMX-10 ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მარკონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას AMX-10 RC მსუბუქ ტანკებს გაუგზავნის.
ამ დროისთვის მიწოდების მოცულობა და ვადები უცნობია, თუმცა მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სხვა ტიპის ჯავშანტექნიკის გადაცემაზე.
“ხანგრძლივი და დეტალური საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან არსებულ ვითარებაზე. მადლობა გადავუხადე მას უკრაინისთვის მსუბუქი ტანკების და Bastion-ის გადაცემის გადაწყვეტილებისთვის, ასევე ამ მიმართულებით პარტნიორებთან მუშაობის გააქტიურებისთვის. ჩვენ შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობაზე, მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვისა და თავდაცვის სხვა შესაძლებლობები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ემანუელ მაკრონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს