საფრანგეთის ელჩმა “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის კორპუსი დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის კორპუსს საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ესტუმრა, რომელსაც "ევროპის უნივერსიტეტის" დამფუძნებელმა ლაშა კანდელაკიშვილმა და "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა უმასპინძლეს.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს და გამოთქვეს მზადყოფნა განამტკიცონ და განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა მედიცინის ფაკულტეტის მიმართულებით, ფრანგი პროფესორების ჩართულობით.
მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ელჩს სტომატოლოგიისა და მედიცინის პროგრამების სტუდენტების სასწავლო გარემო, სიმულაციური ცენტრი და ლაბორატორიები დაათვალიერეს.
ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს განათლების ინტენაციონალიზაციის მნიშვნელობაზე და იმ საერთაშორისო გამოცდილებაზე, რომელიც ფაკულტეტზე არსებობს. ასევე განიხილეს საფრანგეთთან სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები სწავლების, კლინიკური პრაქტიკისა და კვლევების მიმართულებით.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს