საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.
მაკრონმა “გულწრფელად“ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობის მეთაურს “ერის სამსახურში“ “სამაგალითო“ მუშაობისთვის.
4 იანვარს ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონი მინისტრთა კაბინეტის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის გათავისუფლებას აპირებდა.
პრემიერის გათავისუფლების შესახებ საუბარი 2023 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც მან პარლამენტის გვერდის ავლით საპენსიო რეფორმა ჩაატარა. გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოყვა.
ელიზაბეტ ბორნი და მისი გუნდი მოვალეობას ახალი მთავრობის დანიშვნამდე განახორციელებენ.
62 წლის ელიზაბეტ ბორნი მეორე ქალი გახდა, რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 30 წლის წინ, ედიტ კრესონი ამ თანამდებობაზე 11 თვის განმავლობაში იყო.
ბორნი მაღალ სამთავრობო თანამდებობებს 2017 წლიდან იკავებდა. 2022 წელს ის საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
თაგები:
საფრანგეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს