საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.
მინისტრმა ვიზიტი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.
ფრანგი დიპლომატი დღესვე შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.
თაგები:
კატრინ კოლონა




