Logo

საფრანგეთის საგარეო უწყება – ეს არის რუსეთის სიმხდალის და ცინიზმის კიდევ ერთი ილუსტრაცია

უკრაინა
604
Frontnews image description

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩერნიგოვის ცენტრში განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. 

 

“ეს არის რუსეთის სიმხდალის და ცინიზმის კიდევ ერთი ილუსტრაცია. საფრანგეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება და განაგრძობს საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერას, რათა ეს დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

19 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ჩერნიგოვის ცენტრსა და დრამატულ თეატრზე მიიტანეს. დაიღუპა 7 და დაშავდა 150-მდე ადამიანი. დაღუპულებს და დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.

თაგები:

ჩერნიგოვი
Advertisement