Logo

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი იმარჯვებს

მსოფლიო
24.04.2022 / 22:23
Frontnews image description

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმარჯვებს.

 

სოციოლოგიური ინსტიტუტის Ifop-ის გამოკითხვების თანახმად, ემანუელ მაკრონს ხმების 58% აქვს, პრორუს პოლიტიკოს მარინ ლე პენს კი 42%.

 

BFMTV-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით კი მოქმედი პრეზიდენტი ხმების 57,6%-ს აგროვებს, ლე პენი კი – 42,4%-ს.

 

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. პირველ ტურში ხმათა 50% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა და არჩევნების მეორე ტური საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და პრორუს მარინ ლე პენს შორის დაინიშნა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები