საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის გამზირზე 2 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო.
ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.
"ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავტოვეთ იზოლატორში ადვოკატებმა 71 წლის აზა ბებო, რომელსაც დაკავებისას პოლიციამ 2.55 ლარი დაულუქა. იმასაც წარმოვიდგენ, საკუთარი სახლიდან დევნილი, როგორ ათენებს პირველ ღამეს დმი-ს ოთახში, რომელიც როგორც გვითხრა, იმაზე დიდი ყოფილა, ვიდრე მისი საცხოვრებელი. რაც არ მაძინებს უღონობის შეგრძნებაა. 71 წლის დევნილმა ქალმა მშრალი შიმშილობა გადაწყვიტა და ამაზე საუბრისას შეუვალი იყო: მე ჩემი პროტესტი მაქვს! ყოველ ჩვენს თხოვნაზე ამ სიტყვებს მტკიცედ გვიმეორებდა. ცრემლები რამდენჯერმე მოერია და მხოლოდ მაშინ, როცა ახალგაზრდებზე საუბრობდა - იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც აფხაზეთში დატოვა და მათზე, ვინც ახლა ნათელი მომავლისთვის რუსთაველზე იბრძვის. არ ინერვიულოთ და ჩემთვის ნუ წუხდებითო, ამ უხერხულობით დაგვემშვიდობა", - წერს ადვოკატი მარიამ პატარიძე.
აზა ჩილაჩავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გამოძიება მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, მანამდე კი ის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში იყო მიცემული პირბადის გამო და სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
თაგები:
აზა ჩილაჩავა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


