Logo

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული გიორგი გორგაძე შეუძლოდ გახდა.

გორგაძე სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. პროცესი რამდენიმე წუთი შეჩერებული იყო.

სხდომის დარბაზი პროცესის განახლებამდე ყველა პირს დაატოვებინეს. 

დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობა ედებათ ბრალად, რაც  თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

Advertisement