საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი 24 აპრილამდე გადაიდო


ავტორი
Front News საქართველო
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი 24 აპრილამდე გადაიდო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
მოსამართლის განმარტებით, მას აღნიშნული საქმე განსახილველად გუშინ გადაეცა და მოცულობიდან გამომდინარე, საქმის გასაცნობად დროა საჭირო.
მათ წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 4-დან 6 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.
თაგები:
ანდრო ჭიჭინაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს