საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა


ავტორი
Front News საქართველო
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენი დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.
პროკურატურა მას მაშველებისთვის ქვის სროლას და პარლამენტის წინ არსებული ჯებირის განზრახ დაზიანებას ედავებოდა.
პროკურატურამ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმებაზე უარი განუცხადა.
ფრიდონ ბუბუტეიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” საპროტესტო აქციებზე 2024 წლის 9 მაისს დააკავეს.
თაგები:
ფრიდონ ბუბუტეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს