
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ახალი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრებმა ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიმართეს პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
კომიტეტმა შეისწავლა წარმოდგენილი განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და დაადგინა, რომ ის სრულად შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.
პოლიტიკურ ჯგუფში, რომლის სახელწოდებაა „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ 2 დეპუტატი – ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა გაწევრიანდა.
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაცია, რასაც კენჭისყრით დაუჭირეს მხარი.
თაგები:
ნიკა მაჭუტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს