Logo

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პოლიტიკა
16.02.2024 / 15:20
Frontnews image description

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

 

როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, აღნიშნული  საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა  აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობები დაიკავეს.

 

კომიტეტის წევრებმა  ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს  და ყოფილ კოლეგებს საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

 

პარლამენტმა საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.

 

თაგები:

კომიტეტი
Advertisement