
ავტორი
Front News საქართველო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შემოწმების შედეგად დადგინდა პარლამენტის 81 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით და პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას (რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უნდა შეადგენდეს).კომიტეტის წევრებმა შესაბამის დასკვნას მხარი დაუჭირეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს