
ავტორი
Front News საქართველო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელა.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რეგლამენტში შეტანილი ცვლილების შედეგად პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბების საშუალება პოლიტიკური სუბიექტებისა და დეპუტატების ფართო წრეს მიეცა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, წესდება და ჯგუფის შემადგენლობა შესაბამისობაშია პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებთან. პოლიტიკურ ჯგუფში რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე შედიან.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციის საკითხს.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს