
ავტორი
Front News საქართველო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს იმსჯელა პარლამენტის გამოკლებული წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადგილმონაცვლის ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე.
საპროცედურო საკითხთა დაწესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსულია შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ნაცვლად, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პარტიული სიის მომდევნო წევრის ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა.
კომიტეტის შესაბამისი დასკვნა გადაეგზავნება პარლამენტის ბიუროს.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს