Logo

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა

პოლიტიკა
242
Frontnews image description

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის გამოკლებული წევრის გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის დავით დოლიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის გამოკლებული წევრის გივი მიქანაძის ადგილმონაცვლედ წარმოდგენილია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის წევრი დავით დოლიძე.

მისი განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი. კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.

Advertisement