Logo

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა

პოლიტიკა
402
Frontnews image description

საპროცედურო საკითხთა კომიტეტს სხდომაზე, პარლამენტის გამოკლებული წევრის, მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის, თორნიკე ფაღავას უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილი იქნეს თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.

დღეს, პარლამენტმა, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აირჩია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები