საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებს ოჯახის წევრების პროცესზე დასწრება სურდათ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის გამო, სიტყვით სარგებლობისას მოსამართლეს ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ მონა უწოდა. მოსამართლემ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა. საკუთარი ნებით სხდომა ბრალდებულმა რუსლან სივაკოვმაც დატოვა.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
მათ წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 4-დან 6 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს