Logo

საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრფების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა

სამართალი
13.06.2022 / 16:53
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში 6-თვიანი პაუზის შემდეგ ე.წ. კარტოგრფების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. 

 

სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები,  ბრალდებულების ყოფილი თანამშრომლები გამოიკითხნენ. ასევე  გამოიკითხა აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ გუმბარიძე, რომლის განცხადებითაც,  კომისიის უფლება-მოვალეობა და ვალდებულებები მათგან სრულიად გაყოფილი იყო. 

საქმის პროკურორის გიორგი მუჯირის განცხადებით,  მოწმეთა ჩვენებებმა  ბრალდების მხარის პოზიცია გაამყარეს.

 

“მათ აღწერეს ის ფუნქციები და ის მოვალეობები, რომელიც კომისიის წევრების წინაშე იმ მომენტისთვის იყო.  მათი ჩვენებებით დგინდება, რომ ის ალბომები, რაც საფუძვლად ედებოდა ორმხრივ შეთანხმებებს, შედგენილი იყო ექსპერტთა ჯგუფის მიერ სწორედ ბრალდებულების მონაწილეობით.  ეს ქმედება და მათ მიერ შეთანხმებული, გამოხატული სახელმწიფო პოზიცია, საბოლოო ჯამში, არღვევდა სახელმწიფო ინტერესს იმგვარად, რომ საფრთხე ექმნებოდა სახელმწიფო ტერიტორიის ხელშეუხებლობას“, – განაცხადა მუჯირმა. 

 

საქმის მორიგი სასამართლო განხილვა  29 ივნისს გაიმართება. 

 

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 

Advertisement