საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
უფლებადამცველები დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ მოითხოვენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის გამოკითხვას.
ადვოკატების თქმით, ჩუბინიძის გამოკითხვა დაადასტურებს, რომ ის წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის გაფლანგვასაც გამოძიება მესამე პრეზიდენტს ედავება, სრულიად ლეგალურია.
პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს