საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. სხდომას მესამე პრეზიდენტი ესწრება.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ადვოკატების შუამდგომლობას დათანხმდა და პროცესი პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს.
სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებული, ისინი სხდომის მიმდინარეობას სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე შეძლებენ.
სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი.
პროცესის პარალელურად, ადგილზე აქცია იმართება. პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს