საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე რამდენიმე ექსპერტის დაკითხვა იგეგმება.
ასევე, სხდომაზე პენიტენციური სამსახური სავარაუდოდ, ალტერნატიულ დასკვნას წარადგენს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დავალებით სამხარაულმა შეასრულა.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ეს დასკვნა მაგალითია, თუ როგორ არ შეიძლება შესრულდეს სასამართლო-სამედიცინო დასკვნა.
“ერთხელ უკვე ამ ტიპის შუამდგომლობა დააყენეს, მათ უნდოდათ ექსპერტიზის ჩატარება, ამაზე მოსამართლემ უარი თქვა, ეს არის იგივე ხასიათის და შინაარსის შუამდგომლობა, ამაზეც მოსამართლემ უარი უთხრა, გარდა ამისა, ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნერვოლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ არ არის ნანახი პაციენტი, მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე ფიზიკურად შეუძლებელია”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს