საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ არსებული ე. წ. პიჯაკების საქმის განხილვა იწყება. სხდომას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრება.
სასამართლო პროცესზე ადვოკატები რამდენიმე შუამდგომლობას მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტების დაშვების საკითხს დააყენებენ.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, სასამართლომ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე წესით უარი არ უნდა თქვას.
“მესამე პრეზიდენტი სხდომას ვერ დაესწრება. ჩვენი შუამდგომლობები იქნება სასამართლოსთვის, მათ შორის ის შუამდგომლობა, რომლის დაყენებაც ჩვენ ვცადეთ წინა პროცესზე, მაგრამ ქალბატონ ჩახნაშვილს შეეშინდა და საერთოდ სხდომა არ ჩაატარა, სრულიად გაუგებარი მიზეზით, დღესაც მინიმუმ მოვითხოვთ ექსპერტების დაშვებას პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლის უფლებაც კანონმდებლობით გვაქვს და ეს საკითხი, ვფიქრობ, არის უფრო ტექნიკური, ვიდრე არსებითი მნიშვნელობის საკითხი, ეს შუამდგომლობა მსჯელობასაც კი არ მოითხოვს, აქ სასამართლოს აქვს ერთადერთი გზა – დააკმაყოფილოს ის, ამ შუამდგომლობის უარყოფის გზა არ არსებობს“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს