საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავა დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს პოლიცია საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.
ადგილზე შეხლა-შემოხლას გიგი უგულავას დაკავება მოყვა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, უგულავა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
დაპირისპირება საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტების დაცვის ჯიხურზე ასვლას მოყვა. ისინი ჯიხურზე დროშებითა და ვარდებით ხელში ავიდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა და ისინი ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს ძირს. აქტივისტები და პოლიციის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდენ, რის შემდეგ სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს.
არიან დაშავებულები, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს