საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება ძვირდება


ავტორი
Front News საქართველო
საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება ძვირდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Front news_copy International-ს დაუდასტურეს დიდუბის ავტოსადგურში, სადაც ფასის მატებას საწვავის გაძვირებას უკავშირებენ.
"მიკროავტობუსებმა დღეს დაიწყეს მუშაობა. მგზავრთა ნაკადი შედარებით მცირეა, თუმცა ჯერ ყველა გრაფიკი სრულად არ აღდგენილა, ეტაპობრივად ლაგდება. ორშაბათიდან უფრო დაზუსტებით გვეცოდინება ფასებიც და გრაფიკიც. სავარაუდოდ, ცოტათი მოიმატებს მგზავრობის ღირებულება, რადგან საწვავის ფასი გაზრდილია. ფასის ცვლილება ხომ საწვავზეც არის დამოკიდებული? ალბათ, ერთი 2-3 ლარით მოიმატებს. პირობითად, აქამდე თუ ღირდა 12 ლარი, გახდება 15"-აცხადებენ დიდუბის ავტოსადგურში.
დღეიდან, საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მიკროავტობუსებმა მუშაობა ყველა ქალაქში განაახლა, თუმცა მძღოლები მგზავრების სიმცირეს სჩივიან და გაძვირებულ საწვავზეც საუბრობენ. მათი თქმით, არსებული თანხით მგზავრობა შეუძლებელია.
პანდემიის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ტალღა, 25 თებერვლიდან დაიწყო.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს