“საქართველო ჩვენი შვილია, ჩვენი სახელმწიფოა და ამ ვირიშვილებმა, აიღეს და დაარბიეს ეს ქვეყანა”


ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით გიგი უგულავამ მიმართა და შეკრებილებს პარლამენტის შენობის მიმართულებით გადანაცვლებისკენ მოუწოდა.
"გუშინ ღამე ჩვენ შევიკრიბეთ ნიკას თხოვნით და ნიკამ გვთხოვა ყველას, სხვა პარტიის წევრებს, თავისი პარტიის წევრებს, მე არ მინდა რომ ჩემს გამო თუნდაც, იოტის ოდენადაც კი ერთი ადამიანი დაშავდესო, მე წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ჩემს გამო, ვინმე აქ დაიღუპოსო. მე ციხეში წყნარად ვერ ვიჯდები, თუ ვიღაცა ჩემს გამო დაზარალდება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, როცა მოვლენ, ისინი ტაში დაუკარითო. მან ხელი გაუშვა იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი შვილია, ჩვენი სახელმწიფოა და ამ ვირიშვილებმა, აიღეს და დაარბიეს ეს ქვეყანა, დაანგრიეს ეს ქვეყანა.
ჩვენ გავუშვით ხელი იმიტომ, რომ ეს ჩვენი შვილია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას არ შევწყვიტავთ, ეს ბრძოლა ახლა იწყება, ეს ბრძოლა აქედან იწყება და ის გამარჯვებით დამთავრდება", – განაცხადა უგულავამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს