საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის გამო, მეტრო და ავტობუსები დღეს 01:00 საათამდე იმუშავებენ

ავტორი
Front News საქართველო
პირები, რომლებსაც საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები აქვთ შეძენილი, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ, – ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დღევანდელ საფეხბურთო მატჩს ჩვეულებრივზე ნაკლები – მაყურებლების 30% დაესწრება, რათა დისტანცია და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტი იყოს დაცული.
„28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროსა და ავტობუსის მუშაობა.
ამასთან, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩი, რომელზეც, ასევე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ“, – აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციაში.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


