
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე”, ნორვეგიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.
შეხვედრა “ევრო 2024”-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველ ნახევარში ნორვეგია სრულ უპირატესობას ფლობდა და მალევე სორლოტმა ანგარიში გახსნა. მათ სხვაობის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
მეორე ტაიმში სცენარი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა და გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა.
საბოლოო ჯამში 1:1 და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 ივნისს, კვიპროსის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
ფეხბურთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს