საქართველო უახლოეს პერიოდში “სინოფარმის” ვაქცინას მიიღებს

ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში "სინოფარმის“ ვაქცინას მიიღებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ჩინური წარმოების ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, რის შემდეგაც პრეპარატის უკვე საქართველოსთვის მოწოდება გახდება შესაძლებელი.
"ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში „სინოფარმის“ ვაქცინას ელოდება, რომელიც ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მოლოდინის სიაშია და უახლოეს დღეებში მას უკვე ექნება ავტორიზაცია. ასევე გაგრძელდება „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინების მოწოდება. ეს არის „ასტრაზენეკას“ მომდევნო პარტია, რაც წინასწარი ინფორმაციით, უნდა მივიღოთ აპრილის ბოლომდე. ეს იქნება ვაქცინა, რომლითაც ჩვენ ვაქცინაციის მეორე დოზას ჩავატარებთ იმ პირებისთვის, ვინც მიმდინარე პრერიოდში იტარებს პირველ ვაქცინას. დროებს შორის ინტერვალი არის 8-დან 12 კვირამდე. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შესაძლოა, ასევე მივიღოთ პირდაპირი გზით მოლაპარაკების შედეგად, თუმცა ამ დეტალებს მოგვიანებით კიდევ დავაზუსტებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ხუთი ათასზე მეტი მოქალაქეა აცრილი. ხვალიდან იმუნიზაციის პროცესი ამერიკული „ფაიზერითაც“ გაგრძელდება.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


