
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს ტელეფონით ესაუბრა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რათა რუსეთმა შეწყვიტოს აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა.
როგორც თალაკვაძე აცხადებს, საქართველო სტრატეგიული პარტნიორის და განსაკუთრებული მეგობრის, უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.
„სატელეფონო საუბარი მქონდა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან დმიტრო რაზუმკოვთან. გამოვხატე უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, მის საზღვრებთან რუსეთის მხრიდან მიმდინარე მილიტარიზაციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველო გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რათა რუსეთმა შეწყვიტოს აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა. ამ რთულ პერიოდში საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და განსაკუთრებული მეგობრის, უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს