Logo

საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა და ერთა ლიგის პლეიოფში გავიდა

388
Frontnews image description

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის პლეიოფში გავიდა. 

 

ქართველი ფეხბურთელები “დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

 

პირველი ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმის შემდეგ ბურთი ფეხზე მიოვსკის მოხვდა და ანგარიში გაიხსნა – 1:0 საქართველოს სასარგებლოდ.

 

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში სხვაობა ორამდე გაზარდა, რაშიც დიდი წვლილი ბუდუ ზივზივაძეს მიუძღვის, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური პასით გაატანინა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები