
ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ კოორდინაციითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ივნისს, 5 დღით საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები აშშ-ში, ფლორიდის შტატში ეკონომისტთა და ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გაემგზავრნენ, – ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.
მისივე ცნობით, კონფერენციაზე განსახილველი თემებია: საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროგრამული ბიუჯეტირება. ბიუჯეტირების ეფექტიანობის შესახებ სიახლეებისა და მიგნებების განხილვა.
კონფერენციაში მონაწილეობენ ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, გარდაბნის, თეთრიწყაროს და ბოლნისის მერები.
ვიზიტი დაფინანსდა “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის“ მიერ. ასევე, ნაწილობრივი ხარჯი გაიღო შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა.
თაგები:
აშშ
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს