“საქართველოს ბანკი” ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს


ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს ბანკი" ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ინგლისური ენის სწავლების ცენტრის, "აი ენ თის" საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 60 000 ლარის მოცულობის თანხა გამოყო. ფინანსური რესურსი უძრავი ქონებისა და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. ცენტრი ბათუმში მდებარეობს და უკვე 11 წელია, ფუნქციონირებს. ამჟამად ობიექტი 32-მდე თანამშრომელს ასაქმებს.
"აი ენ თი“ ყოველწლიურად 650-მდე მოსწავლეს იღებს, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი სწავლის დონის დამადასტურებელ, ადგილობრივ სერტიფიკატებს გასცემს. სასწავლო ცენტრი სამომავლო გაფართოების მიზნით ახალი ფილიალების გახსნასაც გეგმავს.
"მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ "აი ენ თის" და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაში. ბათუმში მდებარე ინგლისური ენის სწავლების ცენტრი უკვე მრავალი წელია ამზადებს მსურველებს. ჩვენი ხელშეწყობით კი ცენტრმა ახალი ინვენტარი და უძრავი ქონება
შეიძინა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება კიდევ უფრო მეტი მოსწავლისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებაში. წარმატებას ვუსურვებთ „აი ენ თის" სამომავლო საქმიანობაში, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ როგორც განათლების, ასევე ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას“,- განაცხადა "საქართველოს ბანკის" საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.
(R)
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს