Logo

“საქართველოს ბანკი” – ჩვენი გუნდის წევრი დააკავეს აქციაზე, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე!

საზოგადოება
606
Frontnews image description

“საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, 6-7 დეკემბრის აქციაზე მათი თანამშრომელი ვაკო ალავიძე დააკავეს.

“ჩვენი გუნდის წევრი ვაკო ალავიძე დააკავეს გუშინდელ აქციაზე. “საქართველოს ბანკის” ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე!

“საქართველოს ბანკისათვის” ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!”, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები