“საქართველოს ბანკი” Global Finance-ის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დასახელდა


ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა.
“Best SME Bank Awards 2022” ჯილდოს ფარგლებში საერთაშორისო გამოცემამ ბანკები ალგორითმის გამოყენებით, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა, როგორიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზრებისა და საჭიროებების ცოდნა, მრავალფეროვანი პროდუქტი და მომსახურება, ბაზრის მდგომარეობა და ინოვაციურობა.
გამარჯვებულად ის ბანკები დასახელდნენ, რომლებმაც საუკეთესოდ შეძლეს მათ ბაზრებზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილება.
გამარჯვებულები მსოფლიოს 66 ქვეყნიდან, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის რეგიონებიდან დასახელდნენ.
“პანდემიამ ყველაზე ნეგატიური გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე იქონია. სწორედ ეს ბიზნესები თამაშობენ გადამწყვეტ როლს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. მათი მიღწევების აღიარებისთვის, Global Finance-მა SME Bank Awards Program შექმნა. ასეთ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავაფასოთ ფინანსური ინსტიტუტები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაწეული საუკეთესო მომსახურებისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.
„საქართველოს ბანკმა Global Finance-ის მორიგი აღიარება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაწეული მხარდაჭერის გამო მოიპოვა. ბანკი წლებია სექტორის საჭიროებებზე მორგებულ არაერთ პროდუქტს ნერგავს და ავითარებს. განსკუთრებით დიდი ყურადღება, ბოლო პერიოდში პანდემიის ფონზე მცირე და საშუალო ბიზნესების გაჯანსაღებას და განვითარების ხელშეწყობას დაეთმო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ვუსმინოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უკეთ გავიგოთ მათი გამოწვევების შესახებ, რათა შევძლოთ საჭირო დროს, მათთვის ყველაზე საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზება. ეს ჯილდო კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოს ბანკის, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორის და კიდევ ერთისტიმული, არ გავჩერდეთ “, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

“საქართველოს ბანკი” Global Finance-მა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

Global Finance-მა თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესო ბანკად აღიარა

Global Finance – “საქართველოს ბანკი” საუკეთესო ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში