“საქართველოს ბანკის” ბარათით გადახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამატებით კიდევ 6 რეგიონშია შესაძლებელი

ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს ბანკი”, როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი მათ მორიგ სიახლეს სთავაზობს. 1 ნოემბრიდან საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას უკვე რეგიონებშიც შეძლებენ.
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ბანკის sCool, Student, Mastercard ან ვიზა ბარათით გადაიხადონ ქუთაისის, გორის, ფოთის, ბაკურიანის, ბორჯომისა და თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აღნიშნული სიახლით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.
“საქართველოს ბანკი” მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შექმნასა და უკვე არსებული პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებაზე. სწორედ ამ მიზნით, მომხმარებლებს მორიგი სიახლე შევთავაზეთ, ამიერიდან ჩვენი ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ უკვე რეგიონების საზოგადოებრივ ტრანსპორტში თანხა, ფიზიკური ან ციფრული საფულის მეშვეობით გადაიხადონ. აღნიშნული სიახლე, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ახალ პროდუქტებსა თუ სერვისებზე მუშაობას“, – აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.
აღსანიშნავია, რომ “საქართველოს ბანკის” ბარათის გამოყენება აქამდე ისედაც შესაძლებელი იყო თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და რუსთავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და პენსიონერები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


