“საქართველოს ბანკის” ბიზნესმობილბანკს ონლაინ მხარდაჭერის ფუნქციონალი დაემატა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკი განახლდა. ამიერიდან, ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 24/7-ზე ისარგებლონ ონლაინ კონსულტაციით და სასურველი ინფორმაცია ან მხარდაჭერა მიიღონ.
ონლაინ მხარდაჭერის მისაღებად აპლიკაციაში, კონტაქტების გვერდზე, ჩატის ღილაკია ინტეგრირებული. ეს შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ლაივ რეჟიმში, შეუფერხებლად და ოპერატიულად მიიღოს სასურველ შეკითხვებზე პასუხი.
“საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი 2024 წელს ქვეყანაში საუკეთესოდ აღიარა პრესტიჟულმა გამოცემამ SME Banking Agency. ეს აპლიკაციების მოსახერხებელმა ფუნქციონალებმა, მომხმარებელზე ორიენტირებულმა ინტერფეისმა და სერვისებისა და პროდუქტების მრავალფეროვნებამ განაპირობა. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით, მუდმივად ვფიქრობთ, თუ როგორ შეგვიძლია მივანიჭოთ მეტი კომფორტი ჩვენს მომხმარებლებს და შევთავაზოთ სრულფასოვანი სერვისები ციფრული პლატფორმების დახმარებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი ფუნქციონალის დამატებაც, რომლის შედეგად ბიზნესები შეძლებენ დროის დაზოგვას და ფინანსური თუ სხვა საკითხების ეფექტიანად მართვას“, – ამბობს ანი ქობალია, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ოუნერი.
მართე ბიზნესი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით, გადმოწერე აპლიკაცია, ხოლო თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენი ანგარიში მარტივად ონლაინ.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა