“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებს უმასპინძლებს


ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს ბანკი” სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი არაერთი წელია, Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობს. ამჯერად კი, 18 სექტემბერს, სტარტაპ გრაინდის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სინგაპურის, იაპონიისა და დუბაის სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები დაფინანსების მოძიების პროცესში ამბის თხრობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
ღონისძიების სპიკერია კურტის ბერგი, სტარტაპ გრაინდ სინგაპურის ხელმძღვანელი. იგი სტარტაპებს გაუზიარებს ხერხებს, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტიანად წარმოაჩინონ საკუთარი ხედვები და პროდუქტები ინვესტორების წინაშე, რათა კაპიტალი მოიზიდონ. იგი ასევე განიხილავს გლობალურ ბაზრებზე არსებულ უნიკალურ შესაძლებლობებს, როგორიცაა ვენჩერული კაპიტალის ფინანსური ჰაბები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსია სტარტაპ გრაინდ სინგაპურის, დუბაისა და იაპონიის დირექტორების მონაწილეობით, რომლებიც მასშტაბირების და ახალი ბაზრების ათვისების საკითხებს განიხილავენ.
დისკუსიის შემდეგ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ინოვატორებს და ინვესტორებს ერთმანეთის გაცნობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ.
ღონისძიება 18 სექტემბერს 18:00 საათზე, თბილისში, ტერმინალში, აბაშიძის 34 ნომერში ჩატარდება. ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური.
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
https://www.startupgrind.com/e/m4tv5u/
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს