
ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს ბანკი”, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის ღონისძიებების სერია იწყება, რომელიც 27 ოქტომბერს, თბილისი მერიოტში გაიმართება. ღონისძიებას BigPay-ის CTO-ს საიმონ ვანს-კოლინა უმასპინძლებს.
საიმონ ვანს-კოლინა ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებს. ასევე, შეხვდება სტარტაპ დამფუძნებლებს და მათთან საბანკო მომავლის შესახებ ისაუბრებს.
საიმონი მსოფლიოში ცნობილი ციფრული ბანკის, Monzo-ს დამფუძნებელი და გუნდის წევრი გახლდათ, ის ხელმძღვანელობდა ღია ბანკინგის ოპერაციებს და ასევე იყო ღია ბანკინგის სამუშაო ჯგუფის (Open Banking Working Group) წევრი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ღია ბანკინგის მომავალი განსაზღვრა. Monzo-ს შემდეგ ის სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიაში ციფრული ბანკის – Big Pay – ის თანადამფუძნებელი და CTO გახდა, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს.
სპიკერის გამოსვლის შემდეგ ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება თემაზე: საბანკო საქმიანობის მომავალი და „შემდეგი თაობის“ Fintech – ი. დისკუსიაში მონაწილეობას საქართველოს ბანკის ვირტუალური აქტივების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი გვაზავა მიიღებს.
ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. მასზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს