“საქართველოს ბანკში” და თიბისიში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან


ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს ბანკში” და თიბისიში აცხადებენ, რომ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან.
“ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას”, – აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.
“ვრჩებით აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში. ჩვენი ყველა ოპერაცია, რასაც ვაკეთებდით და გავაკეთებთ, საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაშია”, – აცხადებენ თიბისიში.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა, თუმცა გადაწყვეტილება მეორე დღესვე შეცვალა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს