“საქართველოს ბანკთან” პარტნიორობით “ნუზლი“ წარმოებას აფართოებს


ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს ბანკი” ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ნატურალური ზეთის მწარმოებელი „ნუზლი“ საქმიანობას ავითარებს. ბანკის მიერ გაცემული 100,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, კომპანიამ საჭირო დანადგარები შეიძინა, ხოლო ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით, ბანკის მხრიდან დამატებით 50,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
“ნუზლი“ ცივი დაწნეხით მიღებულ 100%-ით ნატურალურ კაკლისა და მზესუმზირის ქართულ ზეთს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში ხორციელდება.
“ნუზლი“ საქართველოში პირველი ბრენდია, რომელიც ცივი დაწნეხით დამზადებულ ზეთს აწარმოებს. მსგავსი ტექნიკა უზრუნველყოფს, რომ პროდუქციამ შეინარჩუნოს ვიტამინები და ჯანსაღი ნივთიერებების სტრუქტურა. პროექტი საქართველოს ბანკის 70%-იანი ინვესტიციით წამოვიწყეთ და დროსთან ერთად, მომხმარებლის მხრიდან გაზრდილი ინტერესის საფუძველზე, გადავწყვიტეთ არ გავჩერებულიყავით და გაგვეგრძელებინა განვითარება. ვგეგმავთ კიდევ მეტად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ”, – აცხადებს კომპანია „ნუზლის“ დირექტორი ბესიკ ჯაფოშვილი.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა